21:35 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 14:30:26, 1675 ნახვა

კომენტარი
არჩილ თალაკვაძე: ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტსა და მის წევრებზე

„ის, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში მოხდა, სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე, და პარლამენტის წევრებზე“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გარკვეული ნივთიერების შეტანის ფაქტს, რომლის გამოც პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

მისი თქმით, პარლამენტი შესვენების შემდეგ კვლავ განაგრძობს მუშაობას და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღის წესრიგში აქვთ, კენჭისყრით გადაწყვეტენ.

„თქვენ თვალყურს ადევნებდით პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც პარლამენტს უნდა განეხილა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის უზენაესი სასამართლოს კანდიდატებზე უნდა ემსჯელა. რაც მოხდა პლენარულ სხდომათა დარბაზში სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტსა და პარლამენტის წევრებზე. სამწუხაროა, რომ ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ ივნისში და რასაც მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება, დღეს უკვე ჩვენ ვნახეთ სავარაუდოდ, ქიმიური შეტევა პარლამენტზე. სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი არის მოწამლული. მათ დასჭირდათ სამედიცინო დახმარება, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებშიც და ნაწილს ახლაც უწევენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. თუ რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამსახურების საქმეა და უკვე დაწყებულია ღონისძიებები, რომელიც დაადგენს კონკრეტულად რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული, ვისი მხრიდან მოხდა ამის გამოყენება, სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ საჯარო განცხადებებიც და ერთ-ერთმა ორგანიზაციამ, რომელიც არის აფილირებული ოპოზიციურ მოძრაობასთან და ეს არის მოძრაობა „სირცხვილია“, მათ აიღეს პასუხისმგებლობა ამაზე. ჩემთვის ეს განცხადებაც საკმაოდ უცნაური იყო და ვფიქრობ, რომ ამასაც უნდა მიეცეს სათანადო შეფასებები.

რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, პარლამენტი შესვენების შემდეგ, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დღის წესრიგში იყო განვიხილავთ და შესაბამისად მივიღებთ კენჭისყრით გადაწყვეტილებას. პარლამენტის მუშაობას ვერავინ ვერ შეაჩერებს და ვერ დაბლოკავს.ნებისმიერ მცდელობაზე, რომელმაც შეიძლება ხელი სეუშალოს კანონის მიხედვით გარანტირებულ მუშაობაზე სახელმწიფო ინსტიტუტს იქნება, რა თქმა უნდა, სათანადო რეაქციები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარათ, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის მიზეზი ოპოზიციის ორი დეპუტატია, რომლებმაც  დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics