|
2019-12-12 13:14:46, 1094 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი, ხულორდავა, გოგუაძე, ცქიტიშვილი, ფრუიძე და ხუციშვილი მოსამართლეების დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე და ზაზა ხუციშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული: „დღეს, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მე-9 მოწვევის პარლამენტის მთელი საქმიანობის განმავლობაში - უვადოდ უნდა დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. მთელი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართული მართლმსაჯულება მრავალი სირთულის და გამოწვევის წინაშე დგას და აქვს საზოგადოებრივი ნდობის პრობლემა. საქართველოს პარლამენტი ვალდებულია არ გააღრმავოს უნდობლობა და დასაბამი დაუდოს სწორ პროცესებს მართლმსაჯულების სისტემაში. გასული წლის დეკემბრიდან, პარლამენტმა რთული პროცესები გაიარა: უარი თქვა 2018 წლის დეკემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გაუმჭვირვალე და სათანადო პროცესის გარეშე წარმოდგენილი 10 კაციანი სიის განხილვაზე; მიიღო კანონები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსამართლეთა შერჩევის კონკურენტულ და გამჭვირვალე პროცესს; თვეების განმავლობაში, იურიდიულ კომიტეტში წარმართავდა კანდიდატურების ღია განხილვებს. ამ პროცესებმა სრულიად საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ საკმაოდ მცირეა იმ კანდიდატთა რაოდენობა, ვინც თავისი კვალიფიკაციით და კეთილსინდისიერებით იმსახურებს საქართველოს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლის სტატუსს. რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ყველამ ერთად გავიარეთ, არ ყოფილა ჩვენი თვითმიზანი, ეს იყო საშუალება სწორ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ პარლამენტის მიერ კანდიდატთა უმრავლესობის დანიშვნა მთელ ამ პროცესს აყენებს ჩრდილს. მთავარი, რა თქმა უნდა, არის არა მრავალთვიანი განხილვები, არამედ შედეგი, რომელსაც საბოლოოდ მივიღებთ. მართალია მიგვაჩნია, რომ რამდენიმე კანდიდატი იმსახურებს პარლამენტის მხარდაჭერას, სამწუხაროდ ცხადად ვხედავთ საპარლამენტო უმრავლესობის განზრახვას დანიშნოს მოსამართლეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა, მათ შორის კანდიდატები, რომელთა წარსულ საქმიანობასთან თუ კომპეტენციასთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული კითხვები. ვინაიდან ეს მიდგომა არასწორად მიგვაჩნია, ვფიქრობთ, რომ შედეგზე პასუხისმგებლობა ერთპიროვნულად უნდა აიღოს მმართველმა გუნდმა და ის მარტო უნდა დარჩეს საკუთარ გადაწყვეტილებასთან. შესაბამისად, უარს ვაცხადებთ დღეს პარლამენტის სხდომასა და მოსამართლეების დანიშვნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
გარდაბანში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევას, ჯამში, 8 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)