11:23 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 12:58:21, 1050 ნახვა

პოლიტიკა
„ლელო“ ხელისუფლებას მათი წევრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ ხელსუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ მათი წევრები და უკანონოდ დაკავებული ადამიანები, რომლებიც პარლამენტთან, „ჩინჩალაძის კლანის“ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიოდა.

მოძრაობის ორი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით, „ლელო“ განცხადებას ავრცელებს.

„პარლამენტთან მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ მიმართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე,  უკანონოდ  დააკავეს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” წევრები ირაკლი კუპრაძე და გიორგი ბუნტური.

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელო” მიმართავს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაანთავისუფლონ “ლელოს” აქტივისტები და ყველა ის უკანონოდ დაკავებული ადამიანი, ვინც დღეს დილით  პარლამენტთან ჩინჩალაძის  კლანის უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაკანონების წინააღმდეგ გამოდიოდა.

“ლელო” აპროტესტებს კლანური მმართველობის სამარცხვინოდ გაფორმებას პოლიციელებით გარშემორტყმულ პარლამენტში, “ლელო” აპროტესტებს მშვიდობიან მანიფესტაციებზე ადამიანების დაპატიმრებას და ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელის შეშლას. ეს უკვე გასცდა ყველა საზღვარს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად მოეგოს გონს და არ დაუშვას მდგომარეობის კიდევ უფრო ესკალაცია და დაძაბვა.

აქვე ვპირდებით ყველას, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ კლანს გავუშვებთ კანონის სრული დაცვით, მოვახდენთ სასამართლო სისტემის სრულ რეფორმირებას და სასამართლოს დავაკომპლექტებთ ღირსეული და პროფესიონალი მოსამართლეებით!“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics