|
2019-12-11 12:54:32, 858 ნახვა
პოლიტიკა
ნათია მეზვრიშვილი - ადამიანის უფლებათა საბჭო იქნება მთავრობის მასშტაბით უწყებების მაკოორდინირებელი, ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმი
ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭო პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, განახლებული სტრუქტურით მომავალ წელს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებაზე იმუშავებს, - პრიორიტეტებს შორისაა გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები. ნათია მეზვრიშვილმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე სამინისტროებს შორის კოორდინაციის ნაკლებობას და აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი საბჭოს ახალი სტრუქტურა უპირველეს ყოვლისა კოორდინაციის გაძლიერებაზე იქნება მიმართული. „ადამიანის უფლებათა საბჭო იქნება მთავრობის მასშტაბით პოლიტიკის განმსაზღვრელი, ყველა უწყების მაკოორდინირებელი მექანიზმი, ვგულისხმობ პირველ რიგში სამინისტროებს. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს მაღალი დონის წარმომადგენლობას, რაც აქამდე პრობლემას წარმოადგენდა და მაგიდის გარშემო ისხდებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, საუბარია მინისტრებზე, რათა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მაღალი წარმომადგენლობით გადაწყდეს. რაც მთავარია, ეს იქნება ქმედითი და შედეგზე ორიენტირებული მექანიზმი", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან საკითებზე ხშირ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საბჭოს მუშაობაში უზრუნველყოფილი იქნება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა. „ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ პროცესებში უზრუნველყოფილი იყოს ყველა იმ ადამიანის ჩართულობა, იქნება ეს საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელი, რომლებსაც შეხება აქვთ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ და განსხვავებული პერსპექტივიდან უყურებენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით დგას", - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა გამართა. „ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებული სტრუქტურა გულისხმობს, როგორც ახალ ოთხ პრიორიტეტს, რომელზეც ადამიანის უფლებათა საბჭო 2020 წლის განმავლობაში იმუშავეს ასევე, მუშაობისა დაწყებას ადამიანის უფლების ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას, ესენია - გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები, ბავშვთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის წარმოება. ამ ოთხი მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა საბჭომ ეფექტიანად მოახდინოს კოორდინაცია, როგორც სამთავრობო უწყებებს შორის ასევე, სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან", - აღნიშნა ლელა აქიაშვილმა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. დიპლომატმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. ამ კუთხით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯებად ელჩმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი დაასახელა.
„პრემიერ-მინისტრთან არსებულ ადამიანის ულებების დაცვის საბჭოს საკვანძო ინსტრუმენტად და პლატფორმად მივიჩნევთ, სადაც თავს მოიყრიან დაინტერესებული წრეები და მხარეები, რათა მთავრობას ინფორმაცია მუდამ მიეწოდოს სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა მხარეებისგან. ეს ნამდვილად კარგი სიახლეა და მოუთმენლად ველი საბჭოს ამოქმედებას. ევროკავშირი წარსულშიც დიდად უჭერდა მხარს ამ მიმართულებას, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიის განხორციელებას. ახლა კი ველით ადამიანის უფლებების დაცვის ახალი სტრატეგიის განხორციელებას ახალი საბჭოს საშუალებით და მზადყოფნას ვაცხადებთ ამ მიმართულების მხარდაჭერაზე", - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის სააგენტოს (OHCHR) ხელმძღვანელმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა. შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის საქართველოს ოფისის (OHCHR) მხარდაჭერითა და ნორვეგიის და შვედეთისა მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)