2019-12-09 12:29:37, 1059 ნახვა
პოლიტიკა
საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს
საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ სურგულაძემ შესაბამისი განცხადება დღეს „საპენსიო სააგენტოს“ სათაო ოფისში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, თანამდებობის დატოვების თაობაზე სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით უკვე მიმართა.
ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,