11:01 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-07 13:56:08, 2270 ნახვა

პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური ხანგოშვილის მკვლელობაზე: ხელისუფლების დუმილი რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამს

„ხელისუფლემა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით დუმს, რაც  რუსეთის წისქვილზე  წყალს ასხამს“,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბჭოს წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

ოპოზიციის წევრი ხელისუფლებას ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

"აღნიშნული ვითარება არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოსათვის, რომ აქტიურად და პრინციპულად დაიცვას საქართველოს მოქალაქეები, დაიცვას ზელიმხან ხანგოშვილი და საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე. მიუხედავად ამ უნიკალური შანსისა, საქართველოს ხელისუფლება კვლავ დუმს და არავითარ განცხადებას, არავითარ ოფიციალურ პოზიციას არ აქვეყნებს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით. ეს გარემოება ხელს უწყობს ერთადერთ ქვეყანას მთელ მსოფლიოში, ეს არის რუსეთის ფედერაცია, დუმილი ახლა წყალს ასხამს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წისქვილზე," - განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგოშვილი მიმდინარე წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს.  აღნიშნული ინფორმაციით,  ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics