13:04 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-06 23:11:14, 2333 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეექვსე შეხვედრა გაიმართა

 5-6 დეკემბერს თბილისში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის მეექვსე შეხვედრა გაიმართა. მასში DCFTA - ის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა  და ევროკომისიის შესაბამისი დირექტორატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 კომიტეტის შეხვედრაზე ქართულ მხარეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ევროკავშირის მხარეს - ევროკომისიის ვაჭრობის გენერალური დირექტორატის რუსეთის, დსთ-ს, უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის, ევროპის ეკონომიკური სივრცის, თურქეთისა და ცენტრალური აზიის სამმართველოს უფროსი პეტროს სოურმელისი ხელმძღვანელობდნენ.

 კომიტეტის სხდომაზე განიხილეს DCFTA - ის განხორციელების მხრივ, კერძოდ, საქონლით ვაჭრობის, საბაჟოსა და ვაჭრობის ხელშეწყობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების, ინტელექტუალური საკუთრის უფლების დაცვის, სახელმწიფო შესყიდვების, ტელეკომუნიკაციების, ფოსტის და საკურიერო მომსახურების, კონკურენციის, ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების საკითხები.

 განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს მიერ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის, საბაჟოს, საჯარო შესყიდვების, შრომის უსაფრთხოების, ბაზარზე ზედამხედველობის სფეროებში განხორციელებულ რეფორმებზე. ევროკომისიის მიერ დადებითად იქნება შეფასებული საქართველოს მიერ DCFTA-ს ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელებული რეფორმები და სხვა ღონისძიებები.

 საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტი არის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების მმართველი ორგანო, რომელიც, შეთანხმების თანახმად, იკრიბება წელიწადში ერთხელ, მორიგეობით - თბილისსა და ბრიუსელში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics