|
2019-12-05 13:37:50, 1528 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: წიაღის სექტორის რეფორმის მთავარი მიზანი ადგილობრივი მრეწველობის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილებია
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია დამტკიცდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან განაცხადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც წიაღის სექტორი ვითარდება და უახლოესი წლების მანძილზე განვითარდება. საქართველოს წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგია მთავრობის სხდომაზე ერთობლივად წარადგინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მისმა სსიპ საქართველოს წიაღის ეროვნულმა სააგენტომ, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორული რეფორმაა, რომელსაც ეკონომის სამინისტრო ახორციელებს. ნათია თურნავას ინფორმაციით, რეფორმა არაერთ კომპონენტს მოიცავს, თუმცა, მთავარი მიზანი ადგილობრივი, ქართული მრეწველობის განვითარება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ახალ სამუშაო ადგილების შექმნაა. „თუ აქამდე წიაღის სტრატეგიაში ჩვენი წარმატების ძირითად კრიტერიუმად მაინც იყო მიჩნეული, რამდენადაა ათვისებული წიაღისეული და რამდენად ინტერესდებიან ინვესტორები წიაღის მოპოვების ლიცენზიებით, ახლა აქცენტი მოპოვებასთან ერთად გადამუშავებაზეც გვაქვს - ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ღირებულება შეიქმნას ქვეყნის შიგნით, ექსპორტზე გავიდეს არა უბრალოდ მოპოვებული წიაღისეული, არამედ მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქცია" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. აქედან გამომდინარე, მინისტრის თქმით, მთავრობა საკანონმდებლო დონეზე ამკვიდრებს შემდეგ პრინციპს - ყველა ლიცენზიანტს, ვინც წიაღს მოიპოვებს, ასევე ჰქონდეთ საინვესტიციო ვალდებულებები აღებული. „ინვესტორებს ამ საინვესტიციო ვალდებულებების ფარგლებში უნდა ჰქონდეთ როგორც შესაძლებლობა, ისე ვალდებულება, რომ გადამამუშავებელი ინდუსტრიაც შექმნან და მათ მიერ მოპოვებული წიაღისეული მაქსიმალურად თავადვე გადაამუშაონ" - აღნიშნა ნათია თურნავამ. წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ერთი ფანჯრის პრინციპის" დანერგვა და ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)