2019-12-03 15:23:00, 2575 ნახვა
პოლიტიკა
აქცია და კონტრაქცია მცხეთაში - „ევროპული საქართველოს“ წევრები ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მიდიან
მცხეთაში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები კვლავ იკრიბებიან.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიიდან დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, მსვლელობით მიდიან.
ლიდერები მხარდამჭერებს მოუწოდებენ, რომ არ შევიდნენ კონტრაქციის მონაწილეებთან.
ამავდროულად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და პარტიის წარმომადგენლები მცხეთის მერიასთან აქციას მართავენ.
პარალელურად, „ქართული ოცნების“ ოფისთან მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.
ადგილზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,