11:07 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-03 13:29:09, 2182 ნახვა

პოლიტიკა
გახარია: არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის, სახელმწიფო ამას არ დაუშვებს

„ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს ამ დაპირისპირებას, კანონის გარდა მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება“, - ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს პრემიერი გიორგი გახარია.

მისი თქმით, ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი განურჩევლად რომელ მხარეს იყო - უნდა იყოს დასჯილი.

„პირველი - რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. მეორე - ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი განურჩევლად, რომელ მხარეს იყო, უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. მესამე - კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია, და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და მომგებიან შეფასებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად ემოციური ფონი. ემოციური ფონის გამომწვევი მიზეზი არის ბევრი რამ, პირველ რიგში - ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტის ნაცვლად მიმდინარეობს ქუჩაში. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ პროცესში, ქუჩაში ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები და არ დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ ამ ხალხმა უნდა ააშენოს ეს ქვეყანა და ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს ამ დაპირისპირებას, კანონის გარდა მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics