10:45 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 13:03:23, 1664 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: პარლამენტმა ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერება არ უნდა იჩქაროს

„პარლამენტი უნდა მიყვეს სამართლიანობის ლოგიკას და ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა არ უნდა იჩქაროს“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ პარლამენტი მიიღებს უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას, შესაძლოა ზემდგომმა ინსტანციამ ჩათვალოს, რომ გადაწყვეტილება არასწორია თუმცა, პარლამენტის წევრის სტატუსის აღდგენა ვეღარ მოხდეს.

„თუ აღმოჩნდება ისე, რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და შეუწყვეტს პირს უფლებამოსილებას და შეიძლება ზემდგომმა ინსტანციამ ჩათვალოს რომ არასწორი განაჩენი  გამოიტანა ქვედა ინსტანციის სასამართლომ და გააუქმა, ასეთ შემთხვევაში აღდგენა შეიძლება ვეღარ მოხდეს პარლამენტის წევრის სტატუსის. ამიტომ სამართლის და სამართლიანობის ლოგიკას უნდა გაყვეს პარლამენტი ჩემი აზრით და არ უნდა იჩქაროს აქ გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics