|
2019-11-30 18:08:29, 3610 ნახვა
პოლიტიკა
მოძრაობა „ლელო“ მთავრობას მიმართავს
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ საქართველოს მთავრობას მიმართავს, ადეკვატურად შეაფასოს რუსეთის მორიგი პროვოკაციული მცდელობა და დაიცვას საქართველოს ინტერესი - ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად დაანონსდა რუსული ენისა და კულტურის ახალი ცენტრის გახსნის ინიციატივა, რაც ჩრდილოელი მეზობლის აგრესიულად მილიტარისტული ზრახვაა. „კარასინი-აბაშიძის 2019 წლის 29 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად დაანონსდა რუსული ენისა და კულტურის ახალი ცენტრის გახსნის ინიციატივა. ჩვენს მულტიკულტურულ ქვეყანაში დიდი ხანია არსებობს რუსული ენისა და კულტურის ცენტრები. ჩრდილოელი მეზობლის აგრესიულად მილიტარისტული ზრახვების ჭრილში, ამ განცხადებას, განვიხილავთ, როგორც რუსეთის მცდელობას, პოლიტიკური ლეგიტიმაციის ველში გადავიდეს რუსული ენისა და კულტურის მორიგი ცენტრის გახსნა, რაც დასავლეთისკენ მიმართული მძლავრი გზავნილია - თითქოს საქართველომ იცვალა კულტურული ორიენტაცია და თავისი ვექტორი მიმართა რუსეთისკენ. კარასინი-აბაშიძის ფორმატში ამ ინიციატივის დაანონსებით, გაცხადდა კრემლის რუსეთის საქართველოში სამხედრო ინტერვენციის გასამყარებლად, კულტურული ინტერვენციის სცენარი და ნათელი გახდა, მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ექსპანსიის საზღვრების გაფართოების მცდელობა. სახელმწიფოთაშორის დონეზე, რუსულ-ქართული კულტურული დიალოგი დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მხოლოდ პოლიტიკური პარიტეტისა და დეოკუპაციის თემაზე დიალოგის დაწყების პირობებშია შესაძლებელი. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გაიხსენოს საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებული, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტი, ადეკვატურად შეაფასოს რუსეთის მორიგი პროვოკაციული მცდელობა და დაიცვას საქართველოს ინტერესი, დარჩეს დასავლური კულტურის წრის ქვეყნების სივრცეში“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)