10:18 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-30 10:33:43, 1684 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ოპოზიციისთვის არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს, შეგვიძლია, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ

„ჩვენ არაფრის შეთავაზების ინტერესი არ გვაქვს, მათ უნდა შემოგვთავაზონ. ჩვენ შეგვიძლია, ქუჩაში დარჩენა შევთავაზოთ“,  - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები ქუჩაში პროტესტს განაგრძობენ, ეს მმართველი გუნდისთვის პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელი იქნება.

"ისინი ქუჩაში თუ დარჩებიან, ჩვენ ეს პოლიტიკურად უფრო მეტად გვაწყობს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ისინი ყოველდღიურ რეგრესს განიცდიან. ამიტომ შეთავაზება მათ უნდა გააკეთონ", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გერმანული მოდელი არაკონსტიტუციურია, მაგრამ თუ ოპოზიცია ხელისუფლებას კანონის შესაბამის ვარიანტს შესთავაზებს, განხილვა შესალებელი იქნება.

"თუ ოპოზიციას აქვს კონსტიტუციასთან თავსებადი და ყველა თვალსაზრისით, ნაციონალური შემოთავაზება, ბუნებრივია, შეგვიძლია განვიხილოთ. ანუ ამ შემთხვევაში, კრიტერიუმი იქნება კონსტიტუციასთან თავსებადობა და ნაციონალურობა. როგორც იცით, მათი მხრიდან შემოთავაზებულია ე.წ. გერმანული მოდელი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მკაფიო სამართლებრივი პოზიცია გვაქვს. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეწინააღმდეგება "გერმანული მოდელი" საქართველოს კონსტიტუციას და მზად ვართ, კოლეგები დავარწმუნოთ ამაში. როცა ვამბობ "გერმანულ მოდელს", ვგულისხმობ ამ მოდელის იმ ვარიანტს, რომელიც ოპოზიციის მხრიდან არის შემოთავაზებული. ეს ვარიანტიც, ისევე როგორც კლასიკური ვარიანტი, თანაბრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი, რომ შეხვედრა შემდგარიყო. ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია. მზად ვართ, ეს ყველაფერი განვიხილოთ", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სასტუმრო „ბილტმორში“ ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
საუდის არაბეთმა ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის თავდაუსხმელობის შესახებ პაქტის გაფორმების წინადადება წამოაყენა - Financial Times
უკრაინულმა დრონები რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხნენ, სამი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics