2019-11-28 11:39:43, 1519 ნახვა
პოლიტიკა
ვაჟა სირაძე: სამართალდამცველებმა ადგილიდან 3 ადამიანი განარიდეს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიციას პარლამენტთან არავინ დაუკავებია.
მისი თქმით, სამართალდამცველებმა ადგილიდან 3 ადამიანი განარიდეს.
„ამ შემთხვევაში აღნიშნული პირები გაარიდა პოლიციამ, რომლებიც ახდენდნენ პროვოკაციას და პარლამენტის ბლოკირებას. რაც შეეხება ჟურნალისტებს და პარლამენტის წევრებს, აქვთ უფლება გადაადგილდნენ და შევიდნენ პარლამენტში. პარლამენტი იმიტომ არის შემოღობილი, რომ არ მოხდეს მისი ბლოკირება“, - აღნიშნა ვაჟა სირაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,