2019-11-28 10:13:00, 993 ნახვა
პოლიტიკა
სამართალდამცველებმა პარლამენტის შესასვლელები რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს
ოპოზიციის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაანონსებული პარლამენტის პიკეტირების პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
აღსანიშნავია, რომ ჩიტაძის ქუჩაზე ორი მხრიდან რკინის კორდონია აღმართული. გადაკეტილია ინგოროყვას ქუჩაც. რაც შეეხება ჭიჭინაძის ქუჩას, ის ჯერჯერობით თავისუფალია.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას დღესაც განაგრძნობენ. მათი განცხადებით, ისინი დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უმზადებენ და სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,