|
2019-11-27 22:21:40, 1721 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებზე: ეს არ იყო რაიმე ხელშეკრულება - ეს იყო ცალმხრივი დაპირება, ჩვენი კეთილი ნება რთულ სიტუაციაში
„ეს იყო ცალმხრივი და არა რაიმე ხელშეკრულების მსგავსი. ეს იყო ჩვენი კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ივნისიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად გუნდში კონსენსუსი შედგა, თუმცა მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის მაჟორიტარების მიმართ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეურაცხყოფებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო, უმრავლესობის ნაწილმა პოზიცია შეცვალა. „ხელოვნური ხმაურები ჩვენ ბევრი გვქონია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ მსგავსის გამეორება არ იქნება სწორი, რამეთუ ჩემგან გაკეთებული განცხადება არის საფუძველი დღევანდელი ხმაურისა. თანაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამას დაეთანხმა და ჩვენ გავაკეთეთ გარკვეული დაპირება. ეს იყო ცალმხრივი დაპირება. მხედველობაში მაქვს ის, რომ ხშირად პოლიტიკურ პარტიებს შორის ხდება რაღაც შეთანხმება, ან საზოგადოების ნაწილთან ხდება შეთანხმება ორმხრივი, რაღაცას რაღაცის საფუძველზე თმობენ და მის შესრულებას მოითხოვენ. ეს არ ყოფილა ხელშეკრულების მსგავსი. ეს იყო ჩვენი კეთილი ნება იმ რთულ სიტუაციაში, რომელიც მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს. 24 ივნისს გავაკეთეთ განცხადება, ეს იყო ჩემი ინიციატივა, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადავსულიყავით უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის და არ დავლოდებოდით 2024-ს, რომელიც ასევე მხოლოს ჩვენი გუნდის მხარდაჭერით და ინიციატივით ჩაიწერა კონსტიტუციაში. როდესაც განცხადება გავაკეთეთ, მაჟორიტარების დამოკიდებულება ზოგადად გუნდში თავიდნავე იყო ცნობილი, მაშინაც, როდესაც ახალ კონტსტიტუციას ვღებულობდით და ჩაიწერა 2024 წელი. მაგრამ, ჩვენ მოვახერხეთ მყიფე კონსენსუსის მიღება, მაჟორიტარებმაც დაუჭირეს მხარი, თუ არ ჩავთვლით ერთეულების წინააღმდეგობას. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ჩვენ ჩვენი დაპირება ვერ შევასრულეთ. დაზიანდა გუნდი, ძალიან ვუფრთხილდები საკუთარ სიტყვებს, არა მარტო მე, ალბათ ყველა პასუხისმგებლბიანი პოლიტიკოსი თუ ადამიანი, განიცდის, როდესაც ის ამბობს და ვერ აკეთებს. ჩვენ ცილს გვწამებდნენ მუდამ, რომ რაღაც არ შევასრულეთ, ვერ გავაკეთეთ, მაგრამ არც ერთი პრინციპული არ მახსოვს 7-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რომ რამე სერიოზული დაპირება ჩვენ არ შეგვესრულებინა. ზოგადად ძალიან ვუფრთხილდები დაპირებას. ასჯერ და ათასჯერ ვზომავ იმას, რომ შევძლო, თუ პირდები უნდა გააკეთო. სამწუხარო რეალობაა, რომ მოხდა ის რაც მოხდა. განვიცდი მე პირადად, განიცდიან გუნდში, ისინიც ვინც მხარი არ დაუჭირა განიცდიან იმას, რომ გუნდმა ვერ შეძლო. თუმცა, ამის იქეთ, თუ ვასუბრობთ იმაზე, რატომ მოხდა. ეკითხებიან მაჟორიტარებს „თუ ხმა მიეცი 5 თვის წინ, დღეს რატომ ამბობ უარს“. პასუხები სხვადასხვანაირია და მეც ჩემებურ ინტერპრეტაციას გავაკეთებ. ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ეს დადგმული სპექტაკლი იყო ივანიშვილის მიერ. რეალურად რა მოხდა მარტივად გავიხსენოთ - ორ რამეს ითოხვდნენ, ერთი იყოს ის, რომ პოლიციის დასჯას ითხოვდნენ იმისთვის, რომ 20 ივნისის ღამეს პარლამენტში შესვლა ვერ შეძლეს, მეორე მოთხოვნა იყო პროპორციული. აქედან რაც ლეგიტიმური და რელევანტური იყო, ავდექით კეთილი ნებით და გავაკეთეთ განცხადება. ამის შემდეგ ნახეთ რეაქცია - 10 შეხვედრა ჩატარდა ამასთან დაკავშირებით და ორჯერ მივიდა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“, ვისგანაც გამოიკვეთა, რომ იყო ორგანიზებული 20 ივნისის ღამეც. ჩვენ შეგვექმნა გუნდში ეიფორია, რომ ეს იყო ახალგაზრდების მოთხოვნა, საზოგადოების და ამაზე თანდაყოლით გავყევით, მაგრამ ნელნელა გამოიკვეთა, რომ საზოგადოება გვერდზე რჩებოდა და სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“ თუ „ლეიბორისტული პარტია“, ვინც ერთ გუნდში თამაშობენ, „ნაცმოძრაობის“ სატელიტები, სწორედ მათგან ორგანიზებული იყო. ნაცვლად იმისა, რომ რაღაც გრძნობადობა ყოფილიყო იმაზე, რაც ჩვენ შევთავაზეთ, მივიღეთ უარესი აგრესია სამი თვის განმავლობაში ქუჩიდან არ გავიდნენ და თუკი რამე შეიძლებოდა სალანძღავი, გინება, ყველაფერი ეს თან სდევდა. განწყობა გუნდში რა თქმა უნდა იცვლებოდა და მე მიწევდა ხალხის დაწყნარება. როდესაც პლენარული სხდომები მიდიოდა, საშინელი შეურაცხყოფები გაგრძელდა ისევ თანაგუნდელების მიმართ, არც კი გავიმეორებ ისეთ შეურაცხყოფებს აყენებდნენ. ეტყობა რომ ეს დაგროვდა, შეიძლება პლენარული ბოლო წვეთი იყო, დაიწყო 4-მდა დეპუტატმა, ეს გადაიზარდა 10-15-ში, ერთი სხდომა ჩავატარეთ უმრავლესობის სასწრაფოდ, მეორე სხდომაზე უკვე 25-მდე ითვლებოდა ადამიანები, ვინც აშკარად თუ შეფარულად გამოხატავდნენ, რომ მხარს არ დაუჭერდნენ და ამ დროს, სწორი ქმედებები განვახორციელეთ - ხშირად ცუდსა და უარესს შორის გიწევს არჩევანის გაკეთება, იშვიათად კარგსა და უკეთესს შორის. მე დავინახე ხიფათი, რომ შეიძლებოდა გუნდი დაშლილიყო და რაიმე მსგავსი უბედურება მომხდარიყო და პირველი რაც მოვახერხეთ კენჭისყრის წინ, მანამდე ჩავატარეთ კენჭისყრა გუნდში, რომ გუნდური ხმის მიცემა იქნებოდა, ანუ თუ გუნდის უმრავლესობა იტყოდა, რომ ამას უნდა დავუჭიროთ მხარი, ეს იქნებოდა საფუძველი დისციპლინარულად, თუ ცალკეული წევრები არ დაუჭერდნენ მხარს, გამოვიდოდა რომ წინ დაუდგნენ გუნდს და შეიძლებოდა გვემსჯელა დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე. ეს მოვხსენით, როდესაც ხალხის რაოდენობა 20-ს აშკარად აჭარბებდა და თან დუღილი გრძელდებოდა, ამ ფონზე დავუშვით თავისუფალი კენჭისყრა. მოხდა ის, რაც მოხდა. მე ვფიქრობ, რომ როგორც სამი თვე ქუჩიდან ვერ გავიდნენ და ოდნავ არც შეუცვლიათ „ ნაციონალურ მოძრაობას“ პირიქით გააღრმავეს ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფა, პლენარულზეც ეს მოხდა. მე ვფიქრობ მათ ეს არც აწყობდათ, ან უნდოდათ გუნდი დაეშალათ მთლიანად, ან ნაწილობრივ, როგორც მოხდა. ჩვენ დავზიანდით. ეს მოხდა არა მარტო იმიტომ, რომ გუნდმა თავისი დაპირება ვერ შეასრულა, არამედ იმიტომ, რომ ბევრი ღირსეული წევრი გავიდა ჩვენი გუნდიდან და ეს გუნდისთვის გარკვეული ზიანია. ზოგადად არაფერი დრამატული არ მომხდარა. განსხვავებულად აღიქვამენ გუნდის წევრები ემოციურად. მე მძიმედ განვიცდი, ვიღაც მსუბუქად, ვიღაც კიდევ სხვანაირად“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)