2019-11-27 12:20:57, 1927 ნახვა
პოლიტიკა
აშშ ოპოზიციას და ხელისუფლებას ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს შეკრების თავისუფლებას და მხარეებს ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხდა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს სიტყვის, გაერთიანების და შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ მთავრობის წარმომადგენლებს და დემონსტრანტებს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ესკალაცია ან ძალადობრივი მოქმედებები.“ - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,