|
2019-11-26 17:57:45, 1711 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი დეპუტატების ნაწილი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობებზე წარდგენილი კანდიდატების ნაწილი დაამტკიცა. კერძოდ, პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად გია ვოლსკი 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაინიშნა. ასევე, კენჭისყრის შედეგად ვიცე სპიკერებად დაინიშნენ მამუკა მდინარაძე (80 ხმით) და გიორგი კახიანი (81 ხმით). რაც შეეხება კახა კუჭავას კანდიდატურას, პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, მას კენჭს მომდევნო სხდომაზე უყრიან. ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელად, პარლამენტმა დავით სონღულაშვილი დაამტკიცა (80 ხმით). ხოლო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია გახდა (80 ხმით). განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ პარლამენტმა გენადი მარგველაშვილი დაამტკიცა (80 ხმით). რაც შეეხება გარემოს დაცვის კომიტეტის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს, მათ პარლამენტი კენჭს მომდევნო სხდომაზე უყრის. დეპუტატებმა ასევე ცნობად მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და პარლამენტის წევრის, ირინე ფრუიძის განცხადება პარლამენტის ეთიკის საბჭოდან გასვლის შესახებ. ცნობისთვის, კომიტეტებში ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. უმრავლესობა დატოვეს იმ დეპუტატებმა, რომლებსაც ვიცე-სპიკერის და კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობები ეკავათ. ესენი არიან: თამარ ჩუგოშვილი, რომელიც პირველი ვიცე-სპიკერი იყო, ზვიად ძიძიგური, უკვე ყოფილი ვიცე- სპიკერი, მარიამ ჯაში, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, თამარ ხულორდავა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო, სოფო ქაცარავამ, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, უმრავლესობასთან ერთად, დეპუტატის მანდატი დატოვა. შეგახსენებთ, დღეს პარლამენტში პლენარული სხდომა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს. გარდა ამისა, პოლიტიკური განცხადებების შემდეგ სხდომა დატოვეს ოპოზიციის დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)