2019-11-26 07:02:14, 1216 ნახვა
პოლიტიკა
5:00 საათზე სპეცრაზმა პარლამენტთან აქციის დაშლა დაიწყო - ვიდეო
პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმა წყლის ჭავლის გამოყენებით აქციის მონაწილეები დაშალეს.. დასაშლელად აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთი მისცეს, თუმცა ისინი არ დაშლილან. ულტიმატუმის შემდეგ აქციის მონაწილეები ტროტუარებზე გადავიდნენ.
დემონსტრანტები რობოკოპებს ხელებაწეულები დახვდნენ. ისინი საქართველოს ჰიმნს მღერიან და სკანდირებენ "სირცხვილია" მათ აანთეს სანთლებიც.
ამის შემდეგ პარლამენტის ყველა შესასვლელი სპეცრაზმა გაათავისუფლა და აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ჩამოწია, გამოყენებული იქნა სპეციალური ტექნიკაც, კერძოდ წყლის ჭავლის მანქანა.
პარლამენტს მუშაობა ჯერ არ დაუწყია, თუმცა აქციის დაშლისთვის მოქალაქეების გაფრთხილება სპეციალურმა საშუალებებმა დაიწყეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,