2019-11-26 02:06:08, 1378 ნახვა
პოლიტიკა
სალობიეს მეპატრონე - ჩემს სალობიე „ბია"ს ესტუმრა სალომე „ბუა"
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებს სალობიე „ბიას“ მეპატრონე გიორგი იოსავა.
„გავედი თუ არა ქალაქიდან, ჩემს სალობიე „ბია"ს ესტუმრა სალომე „ბუა"
სრული სოლიდარობა აქციის მონაწილეებს - #სტუმარიღვთისაა“, - წერს „ფეისბუკზე“ გიორგი იოსავა.
საპროტესტო აქციის და პარლამენტის პიკეტირების ფონზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთ სალობიეში იმყოფებოდა.
ადგილზე ცოტა ხნის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები მივიდნენ და სალობიეში შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება პრეზიდენტის დაცვის წევრებმა არ მისცეს.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, პრეზიდენტისთვის ჯონჯოლი მიიტანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,