08:22 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 17:50:08, 1206 ნახვა

პოლიტიკა
ხუნდაძე: ამ ეტაპზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია

„მიუხედავად  სამივე საარჩევნო სისტემის დემოკრატიულობისა, ამ პოლიტიკურ ველზე, დღეს, არაგანვითარებულ პარტიების პირობებში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გუნდთან უთანხმოება კი ჰქონდა, მაგრამ მეორე კომპრომისზეც დათანხმდა - პროპორციული არჩევნების 2020 წელს გადმოტანისთვის.

„მიუხედავად  სამივე საარჩევნო სისტემის დემოკრატიულობისა, ამ პოლიტიკურ ველზე, დღეს, არაგანვითარებულ პარტიების პირობებში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ქვეყნისთვის დიდი ხიფათის შემცველია. გუნდის წევრებისგან   იყო, რომ ჩვენ თუ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ქუჩა დამშვიდდებოდა, იქნებოდა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი, დამშვიდდებოდნენ პოლიტიკური პარტიები, ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი, ქუჩა, აურზაური აღარ იქნებოდა, თუმცა რა მივიღეთ შემდეგ? მივიღეთ ის, რომ ეს  ყველაფერი უფრო მაღალ ხარისხში განმეორდა და, საბოლოოდ, საპატრიარქოს მიადგნენ. ამ არაკონსტრუქციულ ოპოზიციასთან, უფრო მეტად კი დესტრუქციულთან შეთანხმება  შეუძლებელია“, - განაცხადა ხუნდაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ყველგან სადაც იყო საკონსტიტუციო განხილვები, მათ შორის მცხეთაშიც, ბევრმა დააყენა საკითხი მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე, თუმცა პრესამ ეს განხილვები მიკერძოებულად გააშუქა.

„ჩემი გეგმა სწორედ ეს არის - ვკითხოთ ამომრჩეველს, გავიდეთ ხალხში. რუსთაველის პროსპექტზე, პარლამენტის  წინ შეკრებილია მხოლოდ ერთი ჯგუფი საზოგადოებისა, ერთი ჯგუფი არასამთავრობო სექტორისა და შექმნეს მოლოდინი, თითქოს ეს იყო მთელი საქართველო, თითქოს მთელი საქართველო ითხოვდეს პროპორციულ სისტემას - გადით რეგიონებში და იკითხეთ. რატომ ეშინიათ პლებისციტის ჩატარების? ჰკითხეთ ხალხს, ხალხი უნდა იყოს ხელისუფლების წყარო და არა სამალავად ქცეული პარტიები, რომლებსაც რეიტინგი არა აქვთ, 12 პარტიას ერთად აღებულს 1% აქვთ.  გამოვიდნენ, ღიად დაენახონ საზოგადოებას, თუ საზოგადოება არ მიიღებს, სამალავებით პარლამენტში ვერ შევლენ“,  - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics