07:26 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-24 21:28:32, 1694 ნახვა

პოლიტიკა
არსებული ინფორმაციით ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარები პლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმდა

არსებული ინფორმციით ბიძინა ივანიშვილი და ურჩი მაჟორიტარები პლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმდენ, რომლის შესახებ ხვალ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი.

"პლებისციტის იდეა განიხილება, ბიძინა ივანიშვილთან ელჩების შეხვედრის შემდეგ, სადაც დიპლომატებმა ივანიშვილს ღიად დაუფიქსირეს , რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე უნდა წავიდნენ და პროპორციულ არჩევნებზე დადებული პირობა უნდა შესრულდეს,გამოიყვენეს სწორედ კაკი ზოიძე და უცებ შემოიტანინეს რეფერენდუმის ან პლებისციტის იდეა ამ საკითხზე, ხოდა ხვალ, სავარაუდოდ, ,,ოცნება ,, განაცხადებს რომ პლებისციტს ნიშნავს და ხალხს ათქმევინებს -სურს თუ არა მოსახლეობას პროპორციული არჩევნები, ზუსტად ხვალ, დღის პირველ ნახევარში, როცა საღამოს შვიდზე დიდი საპროტესტო აქციაა დაანონსებული. " - ამბობს ინგა გრიგოლია, ტელეკომპანა "პირველის" დირექტორი.
„ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა, ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეტა.

შიოლაშვილის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა საარჩევნო სისტემა იყო, კონკრეტულად კი ხვალ დაგეგმილი უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.
„იყო შეხვედრა და შევთანხმდით საკითხებზე. ხვალ უმრავლესობის სხდომაზე გამოვა ეს საკითხი და ამის შემდეგ გაკეთდება დამატებითი განცხადებები. ამ შეხვედრას არ ესწრებოდა აკაკი ზოიძე. განსახილველი საკითხი იყო საარჩევნო სისტემა.

თქვენ ცდილობთ, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, მაგრამ ჩვენ ჯენტლმენურად შევთანხმდით, რომ დამატებით კომენტარებს არ გავაკეთებთ, ვიდრე არ გაიმართება უმრავლესობის სხდომა“,- განაცხადა შიოლაშვილმა.

ზუგდიდის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ერთობლივი პოზიცია ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გასაჯაროვდება.

"მსჯელობა იყო ძალიან საინტერესო და დეტალური, შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რაც შექმნილ მდგომარეობასთან იყო კავშირში. შევთანხმდით ჯენტლმენურად. უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაირკვევა დანარჩენი დეტალები, რომელზეც ჩვენ შევჯერდით," - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics