09:59 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-24 20:46:43, 1657 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიცია დღეს ფართომაშტაბიან აქციას და პიკეტირებას გამართავს

ოპოზიციური სპექტრი ლეიბორისტული პარტიის ოფისში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდა. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ფართომასშტაბიანი აქციის მიზანია, აიძულოს ხელისუფლება წავიდეს დათმობებზე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს,რომ მაშინ, როცა ხალხი ქუჩაში გამოდის და ითხოვს სამართლიან არჩევნებს ფაქტობრივად ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას.

 შეკრებას ოპოზიცია დღეს, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყებს და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებს. გამოსვლების შემდეგ, პარლამენტის შესასვლელებთან ისევ პიკეტი მოეწყობა. 

"ნაციონალურ მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის ლიდერები 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.

"ოპოზიციური პარტიები 19:00 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ჩატარდება აქცია, შემდეგ იწყება პარლამენტის შენობის პიკეტირება, რათა ივანიშვილის დეპუტატებს არ მიეცეთ შესაძლებლობა დილით მივიდნენ და სხდომა ჩაატარონ. მე ვფიქრობ, ეს პროცესი იქნება განგრძობადი მანამდე, სანამ ივანიშვილი დათმობაზე არ წამოვა. ივანიშვილი, რომელიც ჩემი აზრით, არის პოლიტიკურად გაბანკროტებული," - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics