|
2019-11-23 10:50:23, 13951 ნახვა
პოლიტიკა
ფიონა ჰილი - ჩვენ საქართველოს ბევრს დავპირდით და არ შევასრულეთ
აშშ-ს კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ყოფილი მოადგილე, ფიონა ჰილი წარსდგა. რუსეთის საფრთხეზე საუბრისას, ჰილმა 2008 წელი და რუსეთ-საქართველოს ომი გაიხსენა. "2008 წელს რუსეთი ასევე თავს დაესხა საქართველოს. მე მაშინ ეროვნული დაზვერვის ოფიცერი ვიყავი, და ჩვენ სხვადასხვა დოკუმენტით მთავრობის მაღალ წრეებს ვაფრთხილებდით, რომ გვჯეროდა: არსებობდა რეალური კონფლიქტის რისკი რუსეთსა და საქართველს შორის და უფრო მეტიც, ჩვენ ასევე გვჯეროდა, რომ რუსეთი შეიძლება უკრაინას დასხმოდა თავს. ეს 2008 წელს მოხდა, როცა ორივეს, საქართველოს და უკრაინას სურდა ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება და რუსეთი მათ ღიად ემუქრებოდა, რომ თუ გააგრძელებდნენ ნატოში წევრობის მოთხოვნას, ეს უშედეგოდ არ ჩაივლიდა", - თქვა მან. ფიონა ჰილმა 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტსა ვლადიმირ პუტინსა და საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის საუბარი მოიყვანა მაგალითად. "საქართველოზე თავდასხმის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ნათლად უთხრა და ეს მე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მითხრეს, რომ პუტინმა სააკაშვილს პირდაპირ უთხრა: „შენი დასავლელი მოკავშირეები, შენი დასავლელი პარტნიორები ბევრს გპირდებიან და არ არსულებენ, მე გემუქრები და მე ვასრულებ“, - თქვა მან კონგრესში გამართულ მოსმენაზე.
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
პოლონეთის შს მინისტრმა განაცხადა, რომ კრაკოვში მასობრივი სროლაში ეჭვმიტანილს რადიკალური მემერჯვენე შეხედულებები აქვს
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)