2019-11-22 16:54:50, 8286 ნახვა
სამხედრო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე - აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც საერთო ღირებულებების დაცვისა და გავრცელების ერთობლივ ძალისხმევას ემყარება, არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი“, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ დევიდ ნორქვისტმა პენტაგონში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დევიდ ნორქვისტმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
„აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტი მზად არის გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და გამოიყენოს შესაძლებლობები ჩვენი სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,