|
2026-10-20 10:58:52, 339 ნახვა
FT: ევროპა პუტინს შესთავაზებს მთელი დონბასის რუსეთისთვის გადაცემას ომის დასრულებისა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ
პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის დაძაბულობის გამწვავებისა და კიევისადმი ამერიკის მხარდაჭერის შესუსტების ფონზე, ევროპელი ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების მიზნით კრემლთან საკუთარი მოლაპარაკებების გამართვას გეგმავენ. Financial Times-ის საერთაშორისო მიმომხილველის, გიდეონ რახმანის ცნობით, ევროპელ ლიდერებსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი მალე შეიძლება შედგეს. რუსეთ-ევროპის პოტენციური მოლაპარაკებების დროს პუტინს შესაძლოა ომის დასრულების ორი ვარიანტი შესთავაზონ. რახმანის თქმით, პირველი სცენარი გულისხმობს ევროპელების მიერ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ „კონფლიქტის გაყინვას“ იმის გარანტიის სანაცვლოდ, რომ უკრაინა არასდროს შეუერთდება ნატო-ს. „მეორე სცენარი გულისხმობს, რომ უკრაინა რუსეთს დაუთმობს დონბასის დარჩენილ ნაწილს, მაგრამ შემდეგ შეუერთდება ნატო-ს“, - ამტკიცებს ავტორი წყაროების მითითების გარეშე. ადრე სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, განაცხადა, რომ უკრაინაში ომი „სტრატეგიულ ჩიხში“ შევიდა, რადგან რუსეთი დონბასზე სრულ კონტროლს მოითხოვს, რასაც კიევი მიუღებლად მიიჩნევს. მან დასძინა, რომ ამჟამინდელი სიტუაციის მოგვარება შესაძლებელია როგორც მოლაპარაკებების, ასევე ერთი ან ორივე მხარის მხრიდან ესკალაციის გზით. კრემლმა არაერთხელ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, უკრაინამ სრულად უნდა დატოვოს დონბასის მთელი ტერიტორია, რომლის დაკავებაც რუს ჯარებს ოთხნახევარი წელია არ შეუძლიათ. FT-ის ცნობით, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და უკრაინის მხარდაჭერას კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განსაკუთრებით კიევისადმი აშშ-ის მხარდაჭერის შესუსტების გათვალისწინებით. ამიტომ, ისინი სულ უფრო მეტად მიიჩნევენ სამშვიდობო ძალისხმევაში პირდაპირ მონაწილეობას აუცილებლობად, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროპული ფონდები „უკრაინას აშშ-ის ფინანსური დახმარების დასრულების შემდეგაც ინარჩუნებს“. რაჰმანმა აღნიშნა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს შორის „მზარდი კონსენსუსია“, რომ ევროპელი ლიდერები აღარ შეიძლება დაკმაყოფილდნენ იმ სიტუაციით, როდესაც პუტინს მხოლოდ ვაშინგტონის წარმომადგენლები ესაუბრებიან. მან ასევე განაცხადა, რომ რუსებთან საკომუნიკაციო არხები „უკვე ღიაა“.
The Sun: ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, სავარაუდოდ, კომაში ჩავარდა და ჩინეთში ჰოსპიტალიზებულია
Galt & Taggart-მა აჭარის ეკონომიკისა და სექტორული ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა
პენტაგონის ხელმძღვანელმა ისრაელში ნეთანიაჰუსთან საიდუმლო შეხვედრა გამართა - Axios
აშშ უკრაინისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას აჭიანურებს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)