|
2019-11-22 16:33:28, 2292 ნახვა
პოლიტიკა
გოკა გაბაშვილმა საკრებულოს ტრიბუნის მიკროფონს ბოქლომი დაადო
ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ წამოწყებული „ბოქლომების ომი“ გრძელდება. ამჯერად, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“, გოკა გაბაშვილმა, ბოქლომი საკრებულოს ტრიბუნის მიკროფონს დაადო. „აღმაშფოთებელია, როცა თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ადამიანების პროტესტი არის ღიმილის მომგვრელი, არაფერი ღიმილის მომგვრელი იმაში არ არის, რა კრიზისშიც ქვეყანა თქვენ შეიყვანეთ. დარწმუნებული ვარ თქვენ ასე ვერ ჩაატარებთ არჩევნებს ერთი წლის თავზე. თუ გგონიათ, რომ საქართველოში 3700 უბანზე მიიყვანთ სპეცრაზმს, თქვენ თუ გგონიათ ასეთი ძალადობით, მოტყუებით ჩაატარებთ არჩევნებს, ძალიან ცდებით. ეს არი ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელში თქვენ იმყოფებით, ეს არის ზნეობრივი კრიზისი, როდესაც თქვენი კოლეგა, რომელსაც ესალმებით სრულიად გაყალბებული, შეთითხნილი ბრალდებით არის დაჭერილი და ჩასმული 13 დღით. მოგეკითხათ, ერთი განცხადება მაინც გაგეკეთებინათ, მაგრამ თქვენ იცინით და დასცინით სამოქალაქო საზოგადოებას, ახალგაზრდებს. ამ დარბაზში მაგის კომფორტს არ შეგიქმნით, რომ ამ დარბაზში არ ნახოთ სიმბოლო ამ პროტესტისა. ამას, რა თქმა უნდა თქვენ მოხსნით, მაგრამ ვერ მოხსნით იმ პასუხისმგებლობას რომელიც გაკისრიათ”, - მიმართა გოკა გაბაშვილმა მმართველი გუნდის წევრებს. აღნიშნულის შემდეგ გაბაშვილმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა „ბოქლომების ომი“ 18 ნოემბერს, პარლამენტის პიკეტირებით დაიწყეს. ამის შემდეგ ბოქლომები დაადეს მთავრობის ადმინისტრაციის, საქალაქო სასამართლოსა და პროკურატურის ჭიშკრებს. დღეს დილიდან აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ოფისებთან მივიდნენ. რამდენიმე დეპუტატის ოფისს მათ ბოქლომი დაადეს, ზოგიერთ რეგიონში კი, ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციები ხმაურის და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა. მცხეთაში, ბოქლომების დადების მცდელობის დროს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი, თორნიკე დიასამიძე დააკვეს. ამასთან, გურიაში, ოზურგეთის მაჯორიტარის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ოფისის „დაბოქლომების“ დროს აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)