|
2019-11-22 14:40:23, 1759 ნახვა
საზოგადოება
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გორში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც მათი აქტივისტი გიორგი ბუნტური სასჯელს იხდის, საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ კიდევ 12 წევრი წარადგინა. ახალი წევრები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული - გიორგი ბუნტური, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა კურსდამთავრებული - ცოტნე ხეცურიანი, ლევან გოგავა, რომელსაც ბიზნეს ადმინისტრაციის მიმართულებით უნივერსიტეტი დამთავრებული აქვს ლონდონში, პროფესიით ჟურნალისტი - მარიამ პატარაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი, ფოთიდან - დავით სირაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი - დავით დვალიშვილი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტი - მარიამ ყიფშიძე, ქუთაისიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი - მიხეილ მუმლაძე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტი - ბაჩანა ბარამიძე, ტყიბულიდან, ჯიპას შრომის უსაფრთხოების ფაკულტეტის სტუდენტი - გუგა კობახიძე, ქუთაისიდან, აკაკი წერეთლის სახელობის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი - დავით კვინიკაძე და პროფესიით იურისტი - პაპუნა თევზაძე. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი 18 სექტემბერს წარუდგინა. ესენი არიან: ლანა გალდავა, ლევან ბოძაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, კახა კოჟორიძე, მედეა მეტრეველი, გია გუგუშვილი, საბა ბუაძე, გიგლა მიქაუტაძე, ქეთევან ენუქიძე, ელენე მელიქიშვილი, გია მორდებაშვილი, დავით გელაშვილი. მეორე წარდგენა 26 სექტემბერს შედგა და მოძრაობაში გაწევრიანდნენ: ადვოკატი ალექს ბოლქვაძე, პოეტი/სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ჩერქეზიშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამარ შავგულიძე, მასწავლებელი ნია ჭაჭიაშვილი, ჰიდრო და საზღვაო ინჟინერი გიორგი წურწუმი, იურისტი ამირან ფაჩუაშვილი, გამომგონებელი ბექა მიქაძე, გამომგონებელი ვახტანგ კონტრიძე, მხატვარი ქეთევან მაცაბელი, კონსტიტუციონალისტი ნინო თელია, ექიმი ვასილ ჭეიშვილი, მეცნიერი/ფილოსოფოსი თამაზ ბუთხუზი. მესამე წარდგენა 3 ოქტომბერს შედგა. მეოთხე წარდგენა 11 ოქტომბერს შედგა. მეხუთე წარდგენა 18 ოქტომბერს შედგა. 25 ოქტომბერს წადგენილი წევრების სია იხილეთ აქ. მეშვიდე წარდგენის სია იხილეთ აქ. მერვე წარდგენის სია კი აქ.
2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის რაოდენობა შემცირდა, ასევე შემცირდა დასაქმების დონეც
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)