2019-11-21 17:51:14, 2554 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გადაიყვანეს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის მიერ დაკავებული მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები ნიკუშ ფარულავა, ოთო შენგელია და ბექა პაპაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში, კახეთის გზატკეცილზე გადაიყვანეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,