06:28 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 16:47:00, 1914 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის და ელჩების შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. პარტიის ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლები იმყოფებიან.

როგორც ისინი აცხადებენ, სურთ დიპლომატებს გააგებინონ, რომ მმართველი გუნდი საზოგადოებას ატყუებს.

„მოვედით, რომ ამ დიპლომატებს გავაგებინოთ, რომ „ქართული ოცნება“ არის მატყუარა, მათ მოატყუეს ქართველი ხალხი და დღეს ცდილობენ მოატყუონ დიპლომატები, თითქოს საქართველოში ყველაფერი კარგად არის. ბიძინა ივანიშვილი არის სირცხვილი, რომელიც აუცილებლად შეიცვლება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი დემონსტრანტებს ოფისის შესასვლელებთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics