12:55 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 15:45:12, 760 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონში, ორ ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განხორციელდა.  

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, როსტევანის ქუჩაზე - შეყლაშვილის ქუჩიდან კვირაცხოვლის ქუჩის მონაკვეთამდე,  ჯამში, 5 400 კვადრატული მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. 

გარდა ამისა, სამუშაოები დასრულდა გოგიძის ქუჩაზე, სადაც 1 700 კვადრატულ მეტრ ფართობზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა. მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა და ამიერიდან კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტები  საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან   551 148 ლარით დაფინანსდა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics