12:55 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 15:23:13, 779 ნახვა

საზოგადოება
ადამიანური რესურსების მართვის მიერ გამართულ სამდღიან ტრენინგში ოცდაათამდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა

ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული სწავლების თანამედროვე სისტემებისა და მეთოდების საკითხებში გამართულ სამდღიან ტრენინგში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ოცდაათამდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

ტრენინგი  ევროკავშირის ხელშეწყობით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პროგრამის ENPARD ფარგლებში ჩატარდა. ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული იყო საერთაშორისო კომპანია Price water house Coopers Georgia.

ტრენინგის მონაწილეებმა  მაღალი კლასის პროფესიონალების დაინტერესებისა და სამსახურში შენარჩუნების გზები განიხილეს და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის როლზე იმსჯელეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა ხელს უწყობენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სისტემის რეფორმას. ჩვენი სამინისტროსთვის სწავლება და განვითარება საორგანიზაციო საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და არა ერთჯერადი აქტივობა. ჩვენი თანამშრომლების მოლოდინია, რომ სამინისტრო მისცემთ მათ უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ ზრდას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა საქართველოს სოფლის განვითარების უფრო ფართო ხელშეწყობის ნაწილია, რომელსაც ევროკავშირი, UNDP-თან თანამშრომლობით ახორციელებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ მხრივ ძირითადი ეროვნული პარტნიორია. ის სათავეში უდგას საქართველოს მთავრობის კონსოლიდირებულ ძალისხმევას სოფლის განვითარების საკითხებში სამოქალაქო საზოგადოებასთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება,

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
პაპუაშვილი ამბობს, რომ პატიმრების რაოდენობა 8 700 შეადგენს, რაც ტყუილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics