|
2019-11-21 13:52:34, 1024 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: საქართველოში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის, წელს ციტრუსის მოსავალი მაღალი ხარისხისაა
20 ნოემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 1,658 ტონა შეადგინა. წლევანდელი მოსავალი კარგი ხარისხით გამოირჩევა, რაც ექსპორტისა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობას ზრდის. ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (905.7 ტ), სომხეთი (467.7 ტ), უკრაინა (221.9 ტ), ლატვია (40.6 ტ) და აზერბაიჯანი (22.0 ტ). ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზიც (1501). „ნარინჯისფერი რთველი მალე აქტიურ ფაზაში შევა. პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს კოორდინაციას. მოსავლის დაბინავებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს მაღალი ხარისხის მოსავალს ველოდებით. შესაბამისად, ფერმერები პროდუქციის რეალიზაციას მაღალ ფასში შეძლებენ. ვფიქრობთ, ფერმერებისთვის წარმატებული წელი იქნება. მოსავლის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, არასტანდარტული მანდარინი იქნება უფრო ცოტა, თუმცა გადამმუშავებელი საწარმოები მზად არინ პროდუქციის მისაღებად. რაც შეხება საექსპორტო ბაზრებს, ტრადიციული ბაზრებია რუსეთი და უკრაინა. მნიშვნელოვანია, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაჩნდა ინტერესი ბელორუსის მხრიდან. იმედი მაქვს, დალაგდება ლოგისტიკური საკითხები და ქართული მანდარინი ბელარუსის ბაზარზეც დაიკავებს თავის ადგილს. ჩვენი პროდუქცია კონკურენტუნარიანია. შეფუთვა, სწორად მიწოდება - ამ მოთხოვნებს უკვე ვაკმაყოფილებთ. დღეს ქართული მანდარინი თანამედროვე, დადგენილი სტანდარტით არის ბაზაზე წარმოდგენილი. შარშან გვქონდა საცდელი პარტიების წარმატებული ექსპორტი პოლონეთში, სპარსეთის ყურისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ექსპორტის ეს მიმართულებები ვერ ჩაანაცვლებს არსებულ ბაზრებს, თუმცა, სამომავლოდ იქნება მზარდი და დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.
(NS)
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელმა 8-9 წლის ბავშვებთან არერთხელ დაამყარა სექსუალური კონტაქტი
კახა კალაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი რანგის სტუმარი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ახსოვს
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)