13:07 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 12:14:05, 1688 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებთან გაფართოებულ შეხვედრას გეგმავს

დედაქალაქის მერი მომავალ კვირას „ცენტრ პოინტის“ საქმესთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებს შეხვდება.

მისი თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან მუშაობა და საკითხი იმ ეტაპზეა მისული, როდესაც სამშენებლო კომპანიების ჩართულობაა საჭირო.

„ეს პრობლემა 6000 ოჯახს ეხება. ჩვენ მომავალ კვირას ვგეგმავთ შეხვედრას მშენებლებთან. გვსურს წარმოგიდგინოთ ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დასრულდეს. მივცეთ დაზარალებულებს შესაძლებლობა, რომ თავიანთი ფართები დაიბრუნონ, რაშიც მათ თანხები აქვთ გადახდილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ და ოჯახებს, რომლებიც წლების განმავლობაში გაურკვევლობაში იმყოფებიან, მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი სამშენებლო კომპანია გამოგვეხმაურება. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა, რათა ეს პროექტები დროულად დასრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ მოაგვარა კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულების პრობლემაც და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics