13:05 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-20 10:34:20, 973 ნახვა

საზოგადოება
ახალგაზრდული კონკურსის - „დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდული კონკურსი „დაიცავი ოზონის შრე - დაიცავი სიცოცხლე დედამიწაზე“.

კონკურსში მონაწილეობა ოცდათხუთმეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო და შერჩეულ ოთხ მონაწილეს ახალგორიდან, ქვემო ალვანიდან, რუსთავიდან და  თბილისიდან გადაეცათ ჯილდოები ოზონის შრის შესახებ საუკეთესო ესეებისა და “ატმოსფერული ჰაერის დაცვის” შესახებ ვიდეომიმართვების მომზადებისათვის.

„ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეების მოლოდინია, რომ მწვანე და უსაფრთხო სამყაროს დავუტოვებთ. საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების მიმართულებით, თუმცა მომავალში მეტად უნდა ვიზრუნოთ გარემოსდაცვით განათლებაზე, ცხოვრების მწვანე წესის შემოღებაზე, წარმოებისა და მოხმარების მდგრადი პრაქტიკის დანერგვაზე“ - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს ლუიზა ვინტონი, საქართველოში UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელიც ესწრებოდა. „ახალგაზრდების ენთუზიაზმმა ჩვენი პლანეტის დაცვის საქმეში ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, კონკურსის მონაწილეები საკუთარ გადაწყვეტილებებს ეძებენ ცხოვრების მწვანე წესისა და მდგრადი მოხმარების საკითხებში. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი თავის სათქმელს ოჯახებამდე, მეგობრებამდე და მთლიანად საზოგადოებამდე მიიტანს“ - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.

აღნიშნული ახალგაზრდული კონკურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც  2019 წლის 16 სექტემბერს, ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და სემინარები, რომლებშიც 150-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრების შედეგად 35-მა მეათეკლასელმა გადაწყვიტა ესეებისა და ვიდეომიმართვების კონკურსში მონაწილეობა და საკუთარი სიტყვის თქმა ოზონის შრის დასაცავად.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics