|
2019-11-19 18:21:55, 1340 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა კიდევ ერთი საზოგადოებრივი ცენტრი ამბროლაურში გახსნა
საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 71-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ ამბროლაურში გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მერი დავით მხეიძე, მოწვეული სტუმრები. საზოგადოებრივი ცენტრი ამბროლაურისა და მისი მიმდებარე 37 სოფლის: ნიკორწმინდის, ხვანჭკარის, ნამანევის, კვაცხუთის, წესის, ლიხეთის, ურავის, აბარის, ხიმშის, მუხლის, ძირაგეულის, სადმელის, ბოსტანის, ხოტევის, იწის, კრიხის, ახალსოფლის, გორის, სხვავის, ფუტიეთის, ჭელიაღელის, ხონჭიორის, თლუღის, კვირიკეწმინდის, ველევის, ბუგეულის, ზნაკვის, ბარეულის, გორისუბანის, ჯვარისის, ღადიშის, ცახის, თხმორის, კაჩაეთის, ჩორჯოს, საკეციისა და აგარის 13 000 -ზე მეტ მოსახლეს მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტების შენობა ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, N22-ში სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. ახალი საზოგადოებრივი ცენტრის შენობას გააჩნია შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით, ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში, ადგილიდან გაუსვლელად და სწრაფად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეუძლია: აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, საკადასტრო გეგმის მომსახურება, ისარგებლოს სოციალურად დაუცველი ოჯახის ქულის მინიჭების სერვისით, მიიღოს საარქივო მომსახურება და სხვა. ამავე საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებითაც ისარგებლებენ. ამბროლაურის საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც, ელექტრონულ წიგნებთან ერთად, ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ცენტრში ხელმისაწვდომია კომპანიების - „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც. ამბროლაურში მცხოვრები პირების სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის, ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი. ამბროლაურის საზოგადოებრივი ცენტრის საზეიმო გახსნის შემდეგ კონცერტი გაიმართა.
(NS)
ევროკავშირი კრემლთან მოლაპარაკებებში შუამავლად ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, მარიო დრაგის განიხილავს
ორ სამოქალაქო აქტივისტს ტროტუარის გადაკეტვისთვის დაპატიმრება მიუსაჯეს
BOG-ის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
რეჟიმის პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი აპირებს ევროპელებს, ევროპელობა ასწავლოს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)