17:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 13:53:02, 372 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროპული ტრანსფორმაციის წარმატებული მაგალითი

„ჩვენ გვინდა, საქართველო გახდეს წარმატებული და მოდელი ქვეყანა. ეს ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობას“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საქართველოს მიზანია, როგორც ევროკავშირის ერთგულმა ქვეყანამ, მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის საქმეში აქტიური როლი შეასრულოს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ გავაგზავნეთ მისია ცენტრალურ აფრიკაში, ევროკავშირის მისიაში შევიტანეთ მნიშნვნელოვანი წვლილი, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად იქცა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო გახდეს წარმატებული სახელმწიფო, რაც რეგიონის სტაბილურობას ხელს შეუწყობს.

 „ჩვენ რა თქმა უნდა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სტრატეგიულ დარგებში თანამშორმლობას, როგორიც არის ენერგო უსაფრთხოება და ტრანსპორტი.  კიდევ მინდა ვუთხრა ტუსკს, რომ საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროპული ტანსფორმაციის წარმატებული მაგალითი. ჩვენ გვინდა, რომ სქართველო გახდეს წარმატებული და  მოდელი სახელმწიფო. ეს სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელს შეუწყობს სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას მთლიანად რეგიონში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics