16:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 12:04:01, 521 ნახვა

პოლიტიკა
დევიდ კრემერი: ქართველებს შეუძლიათ მილსადენის ალტერნატიული მარშრუტი ეძებონ, მაგრამ ეს ჩუმად უნდა გააკეთონ

მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორის, ადამიანის უფლებების სფეროში, დევიდ კრემერის  შეფასებით, საზღვრის ე.წ. დემარკაცია რუსეთის მიერ გადადგმული უკანასკნელი აღმაშფოთებელი ნაბიჯია.

როგორც კრემერი „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში აცხადებს, რუსეთი მსგავს ნაბიჯებს გამუდმებით დგამს იმის შესამოწმებლად, თუ სადამდე შეუძლიათ მიუღებელი ზღვარის გადაწევა. 

„ამ შემთხვევაში მათ ბაქო-სუფსა მილსადენი საოკუპაციო ხაზის საკუთარ მხარეს მოაქციეს, რაც მათ მოქმედებას კიდევ უფრო ამძიმებს. საქართველომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს ნაბიჯი არ უნდა აღიარონ და გამუდმებით უნდა მოითხოვონ საზღვრის შეთანხმებულ ხაზზე გადატანა“, – აღნიშნა კრემერმა.

მისივე თქმით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ყოფნა არაკანონიერია და ეს თემა ყველა შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა წამოიჭრას.

„ამ რეგიონების ფორმალური ანექსია არ მომხდარა და ჩვენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთ საქართველოს ნაწილად მივიჩნევთ. შესაბამისად, რუსეთის იქ ყოფნა თავისთავად არაკანონიერია და ეს თემა ყოველი შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა წამოვჭრათ“, – განაცხადა მაკეინის ინსტიტუტის დირექტორმა.

მას  მიაჩნია, რომ საქართველოს საზღვრით მანიპულირების საკითხს გავლენა მთელს რეგიონზე აქვს.

 კრემერის თქმით, ამ ნაბიჯით კრემლმა ევროპას, უკრაინას, მოლდოვას  დაანახა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია იმის გაკეთება რასაც მოისურვებს.

ამასთან ის ყურადღებას ამახვილებს იმ მოვლენებზე, რომლებიც მსოფლიოში მიმდინარეობდა საქართველოს საზღვრის „დემარკაციის“ პარალელურად - „საერთაშორისო თანამეგობრობა საბერძნეთის ფინანსურ კრიზისზე და ირანთან ბირთვულ მოლაპარაკებაზე იყო კონცენტრირებული“.

„ეს ჩვენთვის განგაშის ზარი უნდა იყოს და ის შეგვახსენოს, რომ ეს კონფლიქტი დასრულებასთან ახლოსაც კი არაა. რუსები მიგვანიშნებენ, რომ კონფლიქტი არც გაყინულია. ჩვენ უფრო მკაცრი პოზიცია უნდა შევიმუშაოთ და ვუთხრათ რუსებს, რომ ეს ნაბიჯები აბსოლუტურად მიუღებელია და მოვითხოვოთ საზღვრის უკან გადატანა ისე, რომ მილსადენი საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდეს“, – აცხადებს კრემერი.

ბაქო-სუფსა მილსადენისთვის ალტერნატიული მარშრუტის მონახვაზე კი კრემერი ამბობს, რომ საქართველომ ეს გადაწყვეტილება ნაადრევად არ უნდა მიღოს და ნავთობის გადამისამართებით მცდარი გზავნილი არ უნდა გაავრცელოს.

„საქართველო არ უნდა იყოს იძულებული მონახოს ალტერნატივები. ქართველებმა უნდა შეინარჩუნონ ძალიან მკაცრი პოზიცია, რომ ეს მილსადენი საქართველოს კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. რუსეთის ამ აღმაშფოთებელი ნაბიჯის გამო ქართველები არ უნდა დაზარალდნენ. ქართველებს შეუძლიათ ალტერნატივები ეძებონ, მაგრამ ეს ჩუმად უნდა გააკეთონ და ამაზე ხმამაღალი განცხადებები არ აკეთონ“, – აღნიშნა დევიდ კრემერმა.

როგორც კრემერი აცხადებს, დროის და რესურსის მილსადენის ალტერნატიული მარშრუტის მონახვაში ხარჯვის ნაცვლად, თბილისმა მთელი ძალისხმევა საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებისკენ უნდა წარმართოს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics