11:21 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 17:25:37, 1715 ნახვა

საზოგადოება
ველური ბუნების სააგენტო უნგრეთის გამოცდილებას გაიზიარებს

უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების მართვის დეპარტამენტის მიწვევით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება.

„უნგრეთს დიდი გამოცდილება აქვს ნადირობის ეფექტიანი რეგულირების და სანადირო სახეობების აღწარმოების მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიზიაროთ მათი გამოცდილება და საქართველოში დავნერგოთ  ევროპის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკა, რაც ველური ბუნების მდგრად მართვაში დაგვეხმარება. მისასალმებელია, რომ უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების მართვის დეპარტამენტმა მზადყოფნა გამოთქვა ჩვენს სააგენტოსთან ითანამშრომლოს ბუნების მდგრადი მართვისა და ნადირობის თანამედროვე მეთოდებით რეგულირების შესახებ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით“, - აღნიშნა ველური ბუნების სააგენტოს დირექტორმა, რევაზ ბეჟაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ველური ბუნების სააგენტოს წარმომადგენლები უნგრელ კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ და ნადირობის მართვის თანამედროვე მიდგომებს უნგრეთის სამონადირეო სფეროს ექსპერტებისგან  გაიზიარებენ.

უნგრეთში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის განვითარების (FAO) პროგრამის „ველური ბუნების მართვის შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ მხარდაჭერით განხორციელდა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა გადაწყვიტა, შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ნატოს ქვეყნების დასახმარებლად
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი სამი პირი დააკავა
26 მაისს მერია რამდენიმე ქუჩას კეტავს
პუტინმა სი ძინპინთან ვიწრო ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებს მნიშვნელოვანი უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics