16:08 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-20 17:49:57, 347 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: დონალდ ტუსკის ვიზიტი, ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის დემონსტრირებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი  ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის მკაფიო დემონტრირებაა.

ამის შესახებ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრებზე ყველა იმ პრობლემატურ საკითხზე ისაუბრებენ, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში დგას.

„დონალდ  ტუსკი პირველად ჩამოვიდა საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რანგში. ეს ვიზიტი არის მკაფიო დემონსტრირება ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭრის, სოლიდარობის, მზაობის, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში. ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფონის გათვალისწინებით, რაც ზოგადად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ჩამოყალიბდა. ასოცირების ხელშეკრულება ამოქმედდა წარმატებით და ჩვენ ერთობლივად ვდგამთ ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ყველა შესაძლებლობების გამოყენებით.ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველომ დაიმკვიდროს რეფორმირების კუთხით სახელი, როგორც ლიდერი ქვეყნისა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შოირს. საქართველო არის სერიოზული კონტრიბუტორი ევროკავშირისთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით და აგრძელებს ძალიან აქტიურ მუშაობას ყველა იმ პროექტებში, რომელიც ამ მიმართულებას კიდევ უფრო გააღრმავებს. დღევანდელი ვიზიტი, დიალოგი, მიეძღვნება ყველა იმ პრობლემატურ საკითხს, რომელიც საქართველოს დღის წესრიგშია და მიეძღვნება ყველა იმ პრიორიტეტულ თემას, რომელიც არის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის  დრის წესრგიში“,-განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 21 ივლისს დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics