09:52 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-09 15:23:10, 1593 ნახვა

საზოგადოება
სანდრო ბრეგაძე: ლევან აკინმა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არასრულწლოვანი ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა

„ლევან აკინმა ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ არასრულწლოვანი ბავშვები მოტყუებით გადაიღო, პროკურატურაში სარჩელი შევა“, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თბილისის საქალაქო სასამქრთლოში განაცხადა, სადაც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, მას დაუკავშირდა ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც აცნობა, რომ ლევან აკინმა ზაფხულში ბავშვები მოტყუებით ქალაქგარეთ წაიყვანა, სადაც გარკვეულ სცენებში გადაიღო.

„მე დამიკავშირდა მშობელი, რომელმაც მითხრა, რომ ზაფხულში ლევან აკინმა მოტყუებით ბავშვები წაიყვანა ქალაქგარეთ და ისინი გარკვეულ სცენებში გადაიღო. აკინმა ისინი მოატყუა, თითქოს, საბავშვო ფილმს იღებდა ქართულ ცეკვაზე. ეს ბავშვები გამოიყენა თავის გეიპროპაგანდისტული ფილმისთვის, რის გამოც მშობლები მზად არიან პროკურატურაში შეიტანონ სარჩელი. ეს არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, რომლის გამოც, აუცილებლად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ლევან აკინს. გუშინ, იქ არაფერი ისეთი არ მომხდარა, რაც არ ხდება ნებისმიერ ევროპულ საფეხბურთო სტადიონზე. ახალ წელს სახლიდან გამოვდიოდი და ჩემი მეზობლის ბავშვმა ფეხებში შემომიგდო ეს ასეთი ასაფეთქებელი. თუმცა, დიდებიც ესვრიან ხოლმე ერთმანეთს“, -განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ცნობისთვის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ, 8 ნოემბერს გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, „ქართული მარშის“ წევრებთან და მათ მხარდამჭერებთან  ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც თან ახლდა დაპირისპირებაც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრემლმა სომხეთის არჩევნების წინ ფაშინიანის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო - The Insider
პენტაგონი ირანში სახმელეთო შეჭრის ალბათობას უშვებს
უკრაინულმა დრონებმა სტავროპოლის ოლქში ქიმიურ ქარხანას და რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics