09:14 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-08 11:13:11, 731 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფოსტამ მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს აუდიტის უმაღლესი შეფასება მიიღო

მიმდინარე წლის სექტემბერში, საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელდა საქართველოს ფოსტის აუდიტი, რომლის მიზანია საფოსტო ადმინისტრაციების ელექტრონული კომერციისთვის მზადყოფნის შეფასება, შესაბამისად შეფასდა მომსახურეობის ხარისხის, პროგრამული უზრუნველყოფის, გზავნილთა უსაფრთხო დამუშავებისა და საოპერაციო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. აუდიტის შედეგად საქართველოს ფოსტამ ყველა კომპონენტში უმაღლესი შეფასება მიიღო.

„აღნიშნული შეფასება ადასტურებს საქართველოს ფოსტის სწორ მენეჯმენტს და თითოეული თანამშრომლის მხრიდან დაუღალავ შრომას. ეს გახლავთ საქართველოს ფოსტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მსოფლიო საფოსტო საზოგადოების მხრიდან და მოხარულები ვართ, რომ ასეთი მაღალი შეფასება მივიღეთ“ – აღნიშნა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

„ჩვენთვის მეტად საინტერესოა თვალი ვადევნოთ საქართველოს ფოსტის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს ფოსტა არის მაგალითი, თუ როგორ უნდა მუშაობდეს საფოსტო ადმინისტრაცია. მათ წარმოუდგენლად მოკლე დროში შეძლეს ამ შედეგების მიღწევა და ეს ნამდვილად დასაფასებელია. დღეს ბევრი მოწინავე ქვეყნის საფოსტო ადმინისტრაციას არ აქვს ასეთი გამართული სისტემა, როგორც საქართველოს ფოსტას. ამიტომ ჩვენ მათ ვთხოვეთ გაუზიარონ თავისი გამოცდილება და ცოდნა სხვა საფოსტო ადმინისტრაციებს“ - განაცხადა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა მაირე ლოდიმ.

პროექტი ხელს უწყობს საფოსტო სექტორში რეფორმების დანერგვას და ახალი დარგობრივი გამოწვევებისთვის ადმინისტრაციების მომზადებას. დღეისათვის საფოსტო დარგის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ელექტრონულ კომერციაზე მზარდი მოთხოვნა. მსოფლიო საფოსტო კავშირის მიზანია დაეხმაროს საფოსტო ადმინისტრაციებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებაში, ამასთანავე უზრუნველყოს უნივერსალური საფოსტო მომსახურების მიწოდების სახელმწიფო ვალდებულების შესრულება და საფოსტო სექტორის მოდერნიზაციისთვის საჭირო პირობების შექმნა.

ამასთანავე, საქართველოს ფოსტის ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა მანჯგალაძე, მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს და ევროპის საფოსტო გაერთიანების PostEurop-ის მიერ შერჩეული იქნა აუდიტის ექსპერტთა გუნდში, რომელიც ანა მანჯგალაძის მონაწილეობით მიმდინარე წელს ბელარუსიის ფოსტის “Belposhta”-ს აუდიტს განახორციელებს.

საქართველოს ფოსტის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფში საქართველოს ფოსტის წარმომადგენლის მონაწილეობა წინგადადგმული ნაბიჯია, დაგროვილი გამოცდილების გაზიარებისა და ამ გამოცდილების კომერციული მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics