09:14 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 18:56:31, 2480 ნახვა

საზოგადოება
„ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სალმონელა გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა.

როგორც სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, უწყებამ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ მიიღო შეტყობინება, რომელიც რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ დაფიქსირდა.

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ, რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“.
სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, იმავე დღეს განახორციელა არაგეგმური ინსპექტირება ბიზნესოპერატორთან (თბილისი, ბელიაშვილის ქ.N25). ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება: „სააგენტომ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, იმავე დღეს განახორციელა არაგეგმური ინსპექტირება ბიზნესოპერატორთან (თბილისი, ბელიაშვილის ქ.N25). ლაბორატორიული კვლევისთვის სურსათის ნიმუშები აიღეს: 1) უკრაინული ქათმის ბარკალი 2) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი) 3) „ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფილე დამარინადებული.

სააგენტომ მიკვლევადობის მიზნით, კონტროლი, წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციის ყველა ეტაპზე განახორციელა.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში რომლის მწარმოებელია შპს „ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა.
მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშში (მწარმოებელი „Processing Complex“ უკრაინა, დისრტრიბუტორი შპს „სანი“)
ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით ჩაატარა არაგეგმური ინსპექტირება რესტორანში -„ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“, რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერა საწარმოო პროცესი.
შემოწმდა ის მარკეტიც (თბილისი, გლდანი I მიკრორაიონი, მე-2 კორპ.), სადაც ზემოთაღნიშნულმა რესტორანმა შეიძინა ნედლი ქათმის ფილე, სარეალიზაციო ობიექტს გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და 1000 ლარით დაჯარიმდა.
სააგენტომ, ბოლო ეტაპზე, სახელმწიფო კონტროლი შპს „ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია „ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“ განახორციელა, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული ხუთი ნიმუშიდან, ოთხ მათგანში, სალმონელა გამოვლინდა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ კომპანიებს პროდუქტების  სურსათის ბაზრიდან ამოღება დაევალათ და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics