|
2015-07-20 12:02:15, 691 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში ტრენერთა სპეციალიზაცია გრძელდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში ტრენერთა გადამზადების კურსი გრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ცენტრიდან აცნობეს, ტრენინგში, პირველ ეტაპზე სხვადასხვა უწყების 25-მდე თანამშრომელი მონაწილეობს, რომლებიც მომდევნო ეტაპზე თავად გადაამზადებენ არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე თავიანთ კოლეგებს. ტრენინგის პირველ დღეს მონაწილეები გაეცნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთშორისო ინსტრუმენტებს, პრინციპებს და მათი დანერგვის შესაძლებლობებს საქართველოში. ასევე, მათ შეისწავლეს ბავშვთა უფლებების საერთაშორისო დოკუმენტები, მათი მნიშვნელობა და შექმნის ისტორია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, პრინციპებსა და სტანდარტებზე. განხილულ იქნა სხვა ქვეყნების მაგალითები ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ტრენინგის მსვლელობისას დიდი ყურადღება დაეთმო ფსიქოლოგიურ კომპონენტებს. სამი დღის განმავლობაში ტრენინგის პროცესში ჩართული პირები გაეცნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, ბავშვის განვითარების, ასაკობრივი თავისებურებებისა და ტრავმული გამოცდილების გავლენას ანტისოციალური და კრიმინალური ქცევის ჩამოყალიბებაზე. სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოს გამოყენებით, ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ თუ როგორ აისახება პენიტენციური სტრესი მოზარდის ფსიქოლოგიურ და მორალურ განვითარებაზე და რა როლი აქვს საპატიმრო სასჯელს დანაშაულის რეციდივების რისკების ზრდაში. ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნენ დაზარალებული და მოწმე ბავშვის დაკითხვა/გამოკითხვის პროტოკოლს და მის სტრუქტურას და ფაზებს, შეისწავლეს პროტოკოლის მიხედვით დასმული ეფექტური, „სარისკო“ და მიუღებელი კითხვები და მათ შორის განსხვავებები. ტრენინგების პირველი ეტაპი 16 ივლისს დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება. კურსი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)