|
2019-11-06 13:34:42, 1824 ნახვა
საზოგადოება
ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გლობალური ჯანდაცვის კომპანია BMJ Publishing Group Limited-ს (BMJ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ადამიანური რესურსის გაძლიერებას ისახავს მიზნად. მემორანდუმს ხელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ და BMJ-ის გლობალური ჯანდაცვისა და გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების, სტრატეგიული პარტნიორობის ხელმძღვანელმა მიტალი როზინსკიმ მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად ქართველ სპეციალისტებს ეძლევათ ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის ელექტრონულ სერვისებზე (BMJ Best Practice & BMJ Learning) წვდომის შესაძლებლობა, რაც მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პლატფორმები ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის საუკეთესო კლინიკური გადაწყვეტილების მიღების დამხმარე საშუალებაა. პორტალი სამედიცინო განათლების, დიაგნოსტირების, მონაცემთა ანალიზის, ხარისხის გაუმჯობესების და სხვა მოდულებს მოიცავს, რომლებიც 20-ზე მეტ ქვეყანაშია აკრედიტირებული. აღნიშნული ინიციატივით ექიმებს ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვან რესურსებზე წვდომა უფასოდ შეეძლებათ. როგორც ზაზა ბოხუამ აღნიშნა საქართველო მიდის უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემისკენ - „ეს არის სამედიცინო პერსონალის, ადამიანური რესურსის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. უწყვეტი სამედიცინო, უწყვეტი პროფესიული განვითარება უმნიშვნელოვანესია. სელექტიურ კონტრაქტირებაში მყოფ კლინიკებს აქვთ ვალდებულება გარკვეული კრედიტები დააგროვონ. ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალსა და სხვა პლატფორმებს მივანიჭეთ შესაბამისი კრედიტები. პლატფორმის უფასოდ გამოყენება შეეძლებათ პირველადი ჯანდაცვის, სოფლის ექიმებს, სახელმწიფო კლინიკების პერსონალს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებს, კლინიცისტებს და სხვა.“ აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს 3 წლიან პროექტს, რომლის ფინანსურ მხარდაჭერას აშშ თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო (DTRA) უზრუნველყოფს. ახალი მემორანდუმის თანახმად 2020-2022 წლებში საქართველოს 15 000 ლიცენზია გადმოეცემა. ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან მემორანდუმი, სამინისტროს ინიციატივით, 2016 წელს, 3 წლის ვადით გაფორდა. წელს კი დოკუმენტის განახლება მოხდა.
(NS)
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)