08:43 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-05 16:44:17, 2200 ნახვა

საზოგადოება
აბაშვილის ქუჩაზე სპორტული მოედნები ეწყობა

სამგორის რაიონის გამგეობა მესამე მასივში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას ახორციელებს. ე.წ. სამხედრო დასახლებაში, აბაშვილის ქუჩაზე, ორი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი დღეს სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ დაათვალიერა.

აბაშვილის ქუჩაზე N15 კორპუსის მიმდებარედ 500 კვ.მ ფართობის კაუჩუკისსაფარიანი კალათბურთის მოედანი ეწყობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. ტერიტორიაზე უკვე მოეწყო გარე განათების სისტემა და სპორტულ მოედანთან განთავსდა ტრიბუნა.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 113 646 ლარია. სამუშაოებს სამგორის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „კვადრელი“ აწარმოებს. სპორტული მოედანი მიმდინარე თვის ბოლომდე გაიხსნება.

აბაშვილის ქუჩაზე კიდევ ერთი სპორტული მოედნის მოწყობა ხორციელდება. N1 კორპუსის მიმდებარედ, 480 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი ეწყობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სპორტულ მოედანთან მოეწყობა სპეციალური პანდუსი და გარემო შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება. უკვე დამონტაჟდა კალათბურთის ფარები და მოეწყო გარე განათების სისტემა.

სამუშაოების ფარგლებში, სპორტულ მოედანთან ასევე, მოეწყობა მაყურებელთა ტრიბუნა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 103 676 ლარია და მას სამგორის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა“ ახორციელებს.

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. მიმდინარე წელს 16 სპორტული მოედანი და 36 ფიტნეს ზონა მოეწყო. ამჟამად კი შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics