2019-11-04 14:02:46, 1402 ნახვა
საზოგადოება
8 ნოემბრამდე საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-8 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20, +25, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4-5 ნოემბერს +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება, 6-8 ნოემბერს კი +18,+20 გრადუსამდე მოიმატებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,