22:13 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-04 12:49:07, 1259 ნახვა

საზოგადოება
კახაბერ გვანცელაძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

ამჟამად, დედაქალაქში 9 ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღი შენდება, რომელთაგან ერთი - სოფელ ფონიჭალაში მდებარე N81 ბაგა-ბაღი, ნოემბრის შუა რიცხვებში გაიხსნება.

ახალი ბაღების მშენებლობით აღსაზრდელთა რაოდენობა 2500-ით გაიზრდება და 500-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება.

კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც სააგენტო ახორციელებს, დამატებითი კორპუსის მშენებლობაა. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი თბილისის N10-ე ბაღის ტერიტორიაზე დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სარემონტო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები. აღნიშნული კორპუსი ექსპლუატაციაში წლის ბოლომდე შევა.

„2019 წელი უპრეცედენტო მასშტაბებისა და რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტებით დავიწყეთ. ახალი ბაღების პარალელურად, მიმდინარეობს მასშტაბური სარეაბილიტაციო- სარეკონსტრუქციო სამუშაოები N200, N126 და N12 ბაგა-ბაღებში, სადაც სააღმზრდელო პროცესში ნოემბრის შუა რიცხვებიდან განახლდება, ხოლო 2020 წელს დავასრულებთ N4, N55, N2 და N155 ბაგა-ბაღების შენობების სრულ რეაბილიტაციას,“ - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

მისივე თქმით, მასშტაბური პროექტების პარალელურად, მუდმივად, მთელი წლის მანძილზე ხორციელდება შედარებით მცირე მასშტაბის, თუმცა ბაღების გამართული მუშაობისთვის აუცილებელი სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები, როგორიცაა შიდა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება-რეაბილიტაცია, ეზოების კეთილმოწყობა, ჯგუფებისა და სამზარეულოების რემონტი და სახურავების განახლება.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics