22:13 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-03 20:49:18, 1134 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთის პოლიციის პროფესიული კავშირის თამჯდომარემ განსაკუთრებული დამსახურებისთვის დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე პოლონეთში, გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ -  რაფალ იანკოვსკიმ პირველი კლასის დამოუკიდებლობის ორდენით დააჯილდოვა.
გიორგი გამსახურდიას აღნიშნული ჯილდო პოლონეთის პოლიციის მიმართ განსაკუთრებული დამსახურებისა და პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის პროფესიულ კავშირთან წარმატებული თანამშრომლობისთვის  გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიაზე რაფალ იანკოვსკიმ  გიორგი გამსახურდიას წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობა მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო  ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში.
დაჯილდოების ცერემონია ვარშავის პოლიციის კომენდატურაში, მოსტოვსკის სასახლის თეთრ დარბაზში გაიმართა. გიორგი გამსახურდიასთან ერთად, მსგავსი ორდენებით დაჯილდოვდნენ ვარშავის პოლიციის მთავარი კომენდანტი, მისი მოადგილე, ვარშავის გარნიზონის კაპელანი, პოლონეთის  რამდენიმე პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.
ღონისძიებას პოლონეთის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელები და ტერიტორიული დანაყოფების უფროსები დაესწრნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics