08:10 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-03 13:43:45, 1226 ნახვა

საზოგადოება
მეუფე გრიგოლი - ყველანი ვართ დამწუხრებულები, ვნერვიულობთ, რათა მოხდა ის, რაც მოხდა

ყველანი ვართ დამწუხრებულები, ვნერვიულობთ, რათა მოხდა ის, რაც მოხდა, – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მეუფე გრიგოლმა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საკვირაო წირვის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

„ ყველანი ვართ დამწუხრებულები, ვნერვიულობთ, რათა მოხდა ის, რაც მოხდა. ეს დღეები, წმინდა სინოდის მერე და სულ ვეკითხები ჩემს თავს, რატომ მოხდა ეს. რატომ აღმოვჩნდი მე ამ ტაძარში, როგორც მწირველი მღვდელმთავარი და დღევანდელი სახარება ძალიან კარგად გვიხსნის, თუ რატომ. დღეს ჩვენ წავიკითხეთ იგავი მდიდარისა და გლახაკისა, სადაც წერია, რომ იყო მდიდარი, რომელიც კარგად ჭამდა და სვამდა, ცხოვრობდა ფუფუნებით და მასთან ახლოს იყო გლახაკი, არც სახლი ჰქონდა, არც კარი, არც საჭმელ-სასმელი. ჭამდა იმას, რაც ტაბლიდან, ტრაპეზიდან იქნებოდა მასთან- ნამცეცებს და გარდაიცვალა მდიდარი, გარდაიცვალა გლახაკი. უფალი გვეუბნება, არსებობს მდიდარი და არსებობს ღარიბი, მეორედ მოსვლამდე სამოთხიდან ჩანს ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთიდან ჩანს სამოთხე. აღმოჩნდა მდიდარი ჯოჯოხეთში და წიაღსა შინა აბრაამისა არის ეს გლახაკი ლაზარე. წმინდა სინდის სხდომის შემდეგ მე ეგრევე წამოვედი და ეს სამი დღეა აქ ვარ. ვეცნობით ეპარქიას, სიტუაციას და ვცდილობ, რომ აქ სიტუაცია არ დაზიანდეს. “,- განაცხადა მეუფე გრგოლმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics